ახალციხის გამგებელმა მოადგილე დანიშნა

გამგებლის მოადგილის სამივე პოსტი ამ დრომდე ვაკანტური იყო.
ახლად დანიშნული საჯარო მოხელე ამბობს, რომ მას თვითმმართველობაში მუშაობის გამოცდილება არ აქვს. გურამ მელიქიძე სხვადასხვა დროს იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის სახელობის მესხეთის ფილიალის რექტორის მოადგილე, შემდეგში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ბოლო დროს კი იგი თურქულ კომპანიაში მუშობდა.
ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობაში გამგებლის ორი მოადგილის პოსტი კვლავ ვაკანტურია.