ახალციხის მერია ხელოვნური ტბის რეაბილიტაციას იწყებს

3 წლის წინ დახარჯული 2 მილიონი ლარის შემდეგ , ტბის ხელახალი რეაბილიტაციისათვის ამჯერად 80 ათასი ლარი გამოიყოფა. თვითმმართველობის ინფორმაციით, თანხა ძირითადად, ტურისტულ–გასართობ კომპლექსს მოხმარდება, რისთვისაც ორ ნავს ახალციხეს ბათუმის მერია გადამოსცემს. გარდა ამისა, ტბაზე განთავსდება წყლის ველოსიპედები, მოეწყობა ტურისტებისათვის კარვების დასადგმელი ადგილები, ხელი შეეწყობა მეთევზეობის განვითარებას, სპეციალურად პლიაჟისათვის კი სილა დაიყრება.
კომპლექსში იგეგმება ტრენაჟორების დადგმაც. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ 17 ათას ლარად შეფასებული მოწყობილობა, ღია ცის ქვეშ განთავსდება და მსურველებს მოემსახურება. მერიის ინფორმაციით, ახალი კომპლექსით ახალციხელებს სარგებლობა მიმდინარე წლის ზაფხულში უკვე შეეძლებათ.