ახალციხის მესამე საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა.
დღეს 11 მაის ახალციხის მესამე საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა. ინგლისური ენის გაცილება მეორე კლასის მოსწავლეებმა ლექსებით, სიმღერებითა და სხვა სახის საკონცერტო ნომრებით მოაწყეს. ახალი ენის სწავლება მათ მხოლოდ ერთი წლის წინ დაიწყეს, თუმცა როგორც ამბობენ, ინგლისური ძალიან მოსწონთ და სწავლაც არ გასჭირვებიათ. ზეიმის მომზადებაში უცხო ენის პედაგოგებს ამერიკიდან ჩამოსული მოხალისე მასწავლებელიც ეხმარებოდა. პატარები ზეიმისათვის 3 თვის განმავლობაში ემზადებოდნენ. ინგლისურენოვანი ღონისძიება მესამე საჯარო სკოლაში პირველად გაიმართა.
| : 0.0/0