ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა მოადგილეები წარადგინა
 ზაზა ხუციშვილი, თამარ გოგოლაძე და ავთანდილ თელიაშვილი დღეიდან მუშობას მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის პოსტიდან შეუდგნენ. როგორც თავად ამბობენ, მათი კანდიდატურები პირადი განცხადების საფუძველზე გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა აარჩია. ბესიკ ხითრიშვილის განმარტებით, 3–ვე მათგანს მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ამ დრომდე ისინი ერთმანეთისაგან განსხვავებული კუთხით მუშაობდნენ და მუნიციპალიტეტის პრობლემებს კარგად იცნობენ. გამგებლის მოადგილეობის მოვალეობის შემსრულებლები პირველ სამუშაო დღეს  ძირითადად მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებსა და არსებულ დოკუმენტაციას  გაეცნენ. ამბობენ, რომ მათი უფლება–მოსილების ვადის გასვლამდე შეეცდებიან მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემები თავად მოსახლეობისაგან გაიგონ და მათ მოგვარებაზე იზრუნონ. გარდა ამისა, ისევე, როგორც ახალი მთვრობის ძირითადი პრიორიტეტი, ახალციხეშიც მთავარი საკითხი სოფლის მეურნეობის  განვითარებისათვის ხელშეწყობა იქნება. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საკადრო ცვილებამდე გამგებლის მოადგილის პოსტი გიორგი გიქოშვილს, სოფლის მეურნეობის დარგში დავით ბუცხრიკიძეს, ხოლო სოციალურ საკითხებში რუბენ კარაპეტიანს ეკავათ. მათ თანამდებობებს დღეიდან სამი თვის მანძილზე ახლად დანიშნული თანამშრომლები დაიკავებენ, თუმცა ამ დროისათვის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლებს კონკრეტული მიმართულებები დანაწილებული არ აქვთ. ვინ რა კუთხით იმუშავებს ეს უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
| Теги: წარადგინა, მუნიციპალიტეტის, ახალციხის, გამგებლის, მოადგილეები, მოვალეობის, შემსრულებელმა | : 0.0/0