ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, საზოგადოებასთან შეხვედრები დაიწყო
 პირველი ასეთი ვიზიტი მას, პირველ და მესამე საჯარო სკოლების პედაგოგებთან ჰქონდა. ბესიკ ხითარიშვილმა მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სასწავლო დაწესებულებები დაათვალიერა. მასწავლებლებს კი მასში არსებულ მდგომარეობასა და პრობლემებზე ესაუბრა. გამგებლის მოვალეობის შემსრულებელთან, პედაგოგებმა გათბობის, საკლასო ოთახების კეთილმოწყობისა და სხვა ინფრასტრუქტურული პრობლემები დაასახელეს. შეხვედრისას ერთერთი აქტიური თემა სკოლებში სამედიცინო პერსონალის არარსებობა იყო. ახალციხის მუნიციპალიტეტის პირველი პირები პედაგოგებს დაპირდნენ, რომ აღნიშნული პრობლემების მოგვარებაზე იმუშავებენ. როგორც ბესიკ ხითარიშვილი ამბობს, გარდა სკოლებისა, იგი სხვა დაწესებულებებსაც მოინახულებს. ის პრობლემების გაცნობის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრებს ახალციხის მუნიციპალიტეტში ყველა სოფელში გეგმავს.
| : 0.0/0