ახალციხის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის ადვოკატი, ბესიკ ბლიაძის მიმართ აღმკვეთი ღონისძიებისა და თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილებ
ახალციხის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის ადვოკატი, ბესიკ ბლიაძის მიმართ აღმკვეთი ღონისძიებისა და თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში დღეს გაასაჩივრებს. ნუგზარ სამარჯიშვილის მტკიცებით, აუცილებლად გამამართლებელი განაჩენი დადგება. მისივე თქმით, პროკურატურის მხრიდან საქმის გამწვავების შემთხვევაში ბესიკ ბლიაძის ყველა ზიანის ანაზღაურების საკითხს აუცილებლად დააყენებს. გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათში განმარტებულია, რომ გამოძიება თვითმართველობის ერთეულ – ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლების მიერ შესაძლო სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე 2014 წლის 24 თებერვალს დაიწყო. ნუგზარ სამარჯიშვილის განმარტებით, გამოძიება გამგეობის ყოფილი თანამშრომლის ეკა ტატალაშვილის განცხადების საფუძველზე დაიწყო. ადვოკატის თქმით, ეკა ტატალაშვილმა კონკურსი ვერ გაიარა და შესაძლოა განაწყენებულმა ბრძოლა ამ მეთოდებით დაიწყო. ბესიკ ბლიაძის ადვოკატის განმარტებით, დოკუმენტები, რომელიც პროკურატურაში მოხვდა და რის საფუძველზეც გამოძიება დაიწყო, მოხვდა უკანონო გზით.
| : 0.0/0