ახალციხის მუნიციპალიტეტში გამრიცხველიანების ახალი ეტაპი დაიწყო
წყალთბილას ტერიტორიულ გაერთიანებაში შემავალ სოფელ წინუბანში გამრიცხველიანება დაიწყო. ამ დროისათვის „ენერგო–პრო ჯორჯიას" თანამშრომლები სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებენ. თავდაპირველად ძველი გამტარი სადენები ახალი კაბელებით 6 კილომეტრნახევრზე იცვლება. სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ დღეში დასრულდება, რის შემდეგაც ინდივიდულური მრიცხველების დამონტაჟება დაიწყება. „ენერგო პრო ჯორჯია " წინუბანში სულ 140 აბონენტს გაამრიცხველიანებს.  
| : 0.0/0