ახალციხის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტი 4 452 000 ლარით დამტკიცდა
ახალციხის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია. დეპუტატებმა მთავარ ფინანსურ დოკუმენტს კენჭი დღეს, 17 დეკემბერს უყარეს.

სხდომას 30 დეპუტატიდან, 26 მათგანი დაესწრო. მთავარ ფინანსურ დოკუმენტს მხარი, „ნაციონალური მოძრაობის“ არცერთმა დეპუტატმა დაუჭირა.

2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების გარდა, საკრებულოს სხდომაზე მომავალი წლის სოციალური დახმარების გაცემის წესიც დამტკიცდა. ამ კუთხით ფინანსურ დოკუმენტში 20 000 ლარი გაიწერა. შეიცვალა სოციალური დახმარების პაკეტი, მას ონკოლოგიურ დაავადებებზე დაფინანსება დაემატა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები განმარტავენ, რომ მომავალ წელს მთავარი პრიორიტეტები უცვლელი რჩება და კვლავ ინფრასტრუტურული, სოციალური და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება იგეგმება. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, 2016 წლის ფინანსური დოკუმენტის გარდა, მიმდინარე წლის ბიუჯეტზეც ისაუბრეს. აქ ცვლილებები სხვდსხვა პუნქტში განხორციელდა.

2016 წლის ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 4 452 000 ლარით დამტკიცდა.
| : 0.0/0