ახალციხის საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნებმა დარღვევების გარეშე ჩაიარა

დღეს, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოს - სამეურვეო საბჭოს არჩევნები ჩატარდა. კანდიდატებს შორის მშობლებმა და პედაგოგებმა თავიანთი პოზიცია დააფიქსირეს. ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის დიანა ინასარიძის ინფორმაციით, საჯარო სკოლებში არჩევნებმა დარღვევების გარეშე ჩაიარა. სკოლებმა სამეურვეო საბჭოში თანაბარი რაოდენობით, არანაკლებ 3 მშობელი და არაუმეტეს 6 პედაგოგი აირჩიეს.ხმის მიცემის პროცესი ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში 10 საათზე დაიწყო და 16 საათზე დასრულდა.სამეურვეო საბჭოს ფუნქციებში შედის სკოლის დირექტორის არჩევა, სკოლის შინაგანაწესისა და ბიუჯეტის დამტკიცება, დისციპლინური კომიტეტისს. სამეურვეო საბჭოში პედაგოგებსა და მშობლებს 3 წლის ვადით ირჩევენ.

| : 0.0/0