ახალციხის ტბაში 20 წლის ახალგაზრდა დაიხრჩო
უბედური შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. ახალციხელი ბესიკ სამსონიძე ხელოვნურ ტბაში დაახლოებით ღამის 3 საათზე დაიხრჩო. შემთხვევის შესახებ ინფორმაცია სამცხე-ჯავახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 3:35 წუთზე შევიდა. რის შემდეგაც შემთხვევის ადგილას მუშაობა მაშველებმა დაიწყეს, მათ გარდაცვლილი ახალგაზრდის ცხედარი ტბაში ღამითვე იპოვეს. თვითმხილველების თქმით სამმა ახალგაზრდამ ტბაში ნავით გასეირნება გადაწყვიტა, ნავი შუა ტბაში გადაბრუნდა. ორმა ახალგაზრდამ ნაპირამდე გაცურვა მოახერხა. ბესიკ სამსონიძემ კი გამოსვლა ვეღარ შეძლო. მაშველების ვარაუდით, ახალგაზრდები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. ახალციხეში ევროპის ჩემპიონატის ჩვენებას გულშემატკივრები თვალს ტბასთან დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე ადევნებდნენ. ბესიკ სამსონიძე იტალია- ესპანეთის ფინალური თამაშის საყურებლად ტბაზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.
| : 0.0/0