ახალციხის უნივერსიტეტში საფეხბურთო ტურნირი დასრულდა

დაძაბული თამაშის შემდეგ ანგარიში 6:3 ჰუმანიტარული ფაკულტეტის სასარგებლოდ დასრულდა.
მონაწილეებმა სიგელები, ხოლო ფინალში გამარჯვებულმა გუნდმა სასწავლებლისგან თასი და ზამთარის პერიოდში, ბაკურიანის ორდღიანი საგზური მიიღო.
შიდა საუნივერსიტეტო ჩემპიონატი, სტუდენტური თვითმართველობისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა. ტურნირი 8 ოქტომბერს დაიწყო. მასში უნივერსიტეტის 14 გუნდი იყო ჩართული.