ახალციხისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში დაიწყო ტრეინინგები კარდაკარის წევრებისთვის
ახალციხისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში კარდაკარის წევრებისთვის ტრენინგები დაიწყო. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გადამზადებული ტრენერები რამდენიმე საათის მანძილზე მსმენელებს კარდაკარის წესებს, უფლებებსა და მოვალეობებს აცნობენ. ტრეინინგები დღეში 2-ჯერ, ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიაში ტარდება. კარდაკარისთვის წევრების რეგისტრაცია 150-ით მეტმა ადამიანმა გაიარა, საბოლოოდ რეგიონის მასშტაბით 544, ახალციხის მუნიციპალიტეტში კი 112 ადამიანი შეირჩა. ტრენინგები ბორჯომში და ნინოწმინდაში 4 აპრილიდან დაიწყება, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტში კი უკვე ჩატარდა. კარდაკარის პრინციპით ცესკოს მიერ მოწოდებული სიების გადამოწმება 20 აპრილიდან დაიწყება და 10 ივნისამდე გასტანს. კარდაკარის წევრები ანაზღაურებას ერთჯერადად 187 ლარს აიღებენ.
| : 0.0/0