ალექსანდრე ჭიკაიძემ სამცხე–ჯავახეთში რაიონული სამმართველოები მოინახულა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ასევე დაათვალიერა ასპინძაში შსს-ს მშენებარე კომპლექსური ბაზა. ბაზის მშენებლობა რამდენიმე თვეში დასრულდება და მის ტერიტორიაზე სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფი განთავსდება.
დღის ბოლოს მინისტრი ახალციხეს ეწვია და რაიონული სამმართველო და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველო დაათვალიერა.
Akhaltskha.Net