აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას საცხოვრებელი ფართები დაუკანონდათ

  დევნილთა საცხოვრებელი ფართების დაკანონების მეორე ეტაპი დასრულდა. ბორჯომში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადადგილებულ პირებს ამიერიდან საკუთარი ფართი ექნებათ. კუთვნილების დამადასტურებელი მოწმობა სანატორიუმ მთის ხეობაში მცხოვრებმა 185-მა ოჯახმა მიიღო. 19 წლიანი ლოდინის შემდეგ ბორჯომში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს საკუთარი ჭერი ექნებათ.

მრავალსართულიანი შენობა, რომელიც წლების განმავლობაში დევნილთა თავშესაფარს წარმოადგენდა სახელმწიფომ მათ კუთვნილებაში შეიტანა. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები დევნილ მოსახლეობას ლტოვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლებმა გადასცეს. დევნილთათვის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობების გადაცემა სამ ეტაპად ხორციელდება, საცხოვრებელი ფართი "პლატოს” დასახლების მაცხოვრებლებს წინა კვირას გადაეცათ, სანატორიუმ "მთის ხეობის” შემდეგ კი საკუთარი საცხოვრებლები "ფაფის” დასახლებაში მყოფ აფხაზ დევნილებსაც გადაეცემათ.

| : 0.0/0