არჩევნების იმიტაცია ახალციხეში
დღეს, პირველ და მეორე საარჩევნო უბნებზე არჩევნების დღის იმიტაცია ჩატარდა. კომისიის წევრებმა ყველა ის პროცედურა გაიარეს, რისი შესრულებაც პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მოუხდებათ. საარჩევნო ყუთის გახსნა, ხმების დათვლა, ყველა საეჭვო ბიულეტენის თაობაზე სწორი გადაწყვეტილების მიღება, მასალების დალუქვა და ცესკოსთვის ჩაბარება – ეს და სხვა დეტალები კომისიის წევრებმა ტრენერებთან ერთად გაიარეს. არჩევნების დღის იმიტაცია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ტრენინგების მესამე ეტაპია, რომელსაც საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ახორციელებს. პირველ ეტაპზე თეორიული სწავლება კომისიის თავმჯდომარეებმა და მდივნებმა გაიარეს, ხოლო შემდგომ ეტაპზე – დანარჩენმა წევრებმა. არჩევნების დღის იმიტირება ახალციხის ყველა საარჩევნო უბანზე მოხდება და 27 სექტემბრამდე გაგრძელდება.
| : 0.0/0