ასპინძის გამგეობაში თანამშრომელთა ატესტაციისთვის მზადდება მიმდინარეობს
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ატესტაციისთვის ემზადებიან. ადგილობრივ ხელისუფებაში აცხადებენ, რომ ტესტირებისთვის მზადება უკვე მიმდინარებს.

ჩამოყალიბების პროცესშია საატესტაციო კომისია. კომისიის თავმჯომარე ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელია. საატესტაციო კომისიას ლევან ცაბაძე დააკომპლექტებს, რის შემდეგაც გამგეობაში კონკურსი გამოცხდადება.

გამგებლის მოადგილის ალიკა პაპაშვილის განმარტებით, მუნიციპალიტეტიში 13 თანამდებობის პირის და სახანძრო სამაშველო სამსახურის წარმომადგენლების გარდა ატესტაციას ყველა თანამშრომელი გაივლის. მისივე თქმით, ტესტირებას გამოცდების ეროვნული ცენტრი მუნიციპალიტეტშივე ჩაატარებს, რომელიც კანონმდებლობის თანახმად 31 დეკემბრამდე დასრულდება. ალიკა პაპაშვილის განმარტებით, აღნიშნული თვითმმართველობის კოდექსში შეტანილმა ცვლილებებმა განაპირობა.
| : 0.0/0