აწყურთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

შემთხვევა დღეს, 11 მარტს 15:40 საათზე მოხდა. სამაშველო სამსახურის თანამშრომლები სპეციალური ტექნიკით, საწვავით დატვირთული ავტომობილის გადატანას რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ. შეფერხებული იყო საავტომობილო მოძრაობა.
თვიოთმხილველები ამბობენ, რომ ავტომანქანა გადაჭრაბებული სიჩქარით მოძრაობდა, რის გამოც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გადაბრუნდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, ავზიდან დიზელი გაზაზე გადმოიღვარა.
შსს–ს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, ვადით სამ წლამდე.