ბაკურიანმა ინტელექტუალური თამაშების ზამთრის პირველ ფესტივალს – „ბაკურიანი 2013“–ს უმასპინძლა.

ბაკურიანმა ინტელექტუალური თამაშების ზამთრის პირველ ფესტივალს – „ბაკურიანი 2013"–ს უმასპინძლა. მოაზროვნეები საქართველოს მასშტაბით სასტუმრო „პრემიერ–პალასში" შეიკრიბნენ და 200– მდე შეკითხვას უპასუხეს. ფესტივალში მონაწილეობა ახალი თაობის მოაზროვნეებთან ერთად ცნობილმა ტელე სახეებმა და ბროლის ბუს ლაურეატებმაც მიიღეს.

ფესტივალს ორგანიზება საქართველოს კლუბმა „რა? სად? როდის?" და კავშირმა „ჩვენი ბორჯომისთვის" გაუწიეს.

ღონისძიება ბაკურიანში ბორჯომის მუნიციპლიტეტის გამგეობის მხარდაჭერით გაიმართა.

ფესტივალში მონაწილეობა ყოფილმა მოაზროვნემ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმაც მიიღო. მისი განმარტებით, ამ ღონისძიებით ბაკურიანში ინტელექტუალური ფორუმების ყოველწლიური ტრადიცია დამკვიდრდება. გარდა ამისა, ფესტივალის დამფუძნებლები იმედოვნებენ, რომ მომავალ წელს კურორტზე მათი შეკრება საერთაშორისო იქნება და მასში მონაწილეობას ქართველი მოაზროვნეების ჯგუფები სხვა ქვეყნებიდანაც შეძლებენ.

ფესტივალი ბაკურიანში 2 დღის განმავლობაში გაგრძელდა. გუნდური გამარჯვება ილია რევიას ექვსეულმა მოიპოვა. ინდივიდუალური პირველობა კი დავით სიჭინავას ერგო, რომელმაც ფინალში ლეგენდარული ქართველი მოაზროვნე გიორგი ბაქრაძე დაამარცხა.

ინტელექტუალურ თამაშებში გამარჯვებული მოაზროვნეებისათვის თასი „აიდიეს ბორჯომმა" დააწესა. რომელიც საუკეთესო მოთამაშეებს სიგელებთან ერთად გადაეცათ.

| : 0.0/0