,,ბილაინმა“ ახალციხის ციხის ტერიტორიაზე აქცია მოაწყო
მობილურმა ოპერატორმა ბილაინმა, დღეს, დაჯილდოვების აქცია მოაწყო. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგად უნარებში მიღებული მაღალი შედეგის მქონე ახალციხეში მცხოვრებ სტუდენტებს საჩუქრები გადასცა. ყველაზე მაღალი ქულები გამოცდაზე გიორგი ურჩაძემ დააგროვა, რომელმაც ბილაინისგან პორტატული კომპიუტერი მიიღო. დანარჩენ ცხრა სტუდენტს ბილაინის ქსელში ჩართული კომპანიის მობილური ტელეფონები გადაეცა. დაჯილდოვება ახალციხის ციხის ტერიტორიაზე არსებული ბილაინის ოფისში გაიმართა. შალვა დალალიშვილის თქმით, კომპანია მსგავს აქციებს მომავალშიც გეგმავს.
| : 1.0/1