ბორჯომის გამგებელმა თანამდებობა დატოვა
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლელმა დღეს თანამდებობა ოფიციალურად დატოვა. დიმიტრი ბერიძეს არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ დიმიტრი ყიფიანი ჩაანაცვლებს. აღნიშნული საკითხი საკრებულოს სხდომაზე განიხილეს და სამსახურიდან წასვლის თაობაზე ბერიძის განცხადება დააკმაყოფილეს.

საკანონმდებლო ორგანოს ბოლო სხდომაზე დღეს 15 საკითხი განიხილეს. მათ შორის სტიქიის დროს დაზარალებული მოსახლეობისათვის ფართის გამოყოფა, სახანძრო სამაშველო სამსახურის ლიკვიდაცია. ასევე ერთ–ერთი აქტუალური საკითხი იყო ბორჯომში არსებული ისტორიული ძეგლებისთვის ადგილმდებარეობის შეცვლა.

დღევანდელი სხდომით 2010 წელს მოწვეული საკრებულოს მუშაობა დასრულდა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო ორგანო 21 წევრით იყო დაკომპლექტებული.

ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომა სავარაუდოდ მომავალ კვირას გაიმართება.
| : 0.0/0