ჩირაღდანებით მსვლელობა ახალციხეში

23 აპრილს, საღამოს ,,ზორი ზორიან’’ ახალგაზრდთა კავშირის მხარდაჭერით დაიწყო ტრადიციული ჩირაღდანებით მსვლელობა ახალციხის სომხური ახალგაზრდული კულტურულ-საგანმანათლებლო ოფისიდან. მსვლელობა მიმართულიყო სომეხი ეროვნების გენოციდის მსხვერპლთა ძეგლისაკენ, რომელიც მდებარეობს ქალაქის მარტის უბანში.

მსვლელობის მონაწილეებმა დროშებითა და ჩირაღდანებით ხმამაღლად მოწოდებით მიმართავდნენ საქართველოს მთავრობას, რომ მიიღონ 1915 წლის სომეხი ერის გენოციდი.

ამ მსვლელობის მონაწილეებმა ახალციხის რაიონის სოფლების მღვდელ მამაო მოვსეს მანუკიანის მეთაურობით ილოცეს უდანაშაულო მსხვერპლთა სულებისათვის, რის შემდეგ ახალგაზრდები გამოვიდნენ სიტყვით სომეხი ერის გენოციდის თემაზე, მოწოდებებითა და ეროვნული სიმღერებით.

| : 0.0/0