დაბა ასპინძაში გაიხსნა სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველო

პრემიერ–მინისტრმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა, სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს გახსნასთან ერთად, სპეციალურ და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს დაარსებიდან 10 წლის იუბილე მიულოცეს. და ღირსების მედლებით პოლიციელები დააჯილდოვეს. ახალი ბაზის გახსნას ასპინძაში, მთავრობის წევრებთან ერთად, ევროკავშირის დიპლპმატიური კორპუსის, აშშ–ს საელჩოს წარმომადგენლები და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
ასპინძაში სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს მშენებლობა 2013 წლიდან, ყოფილი შს მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაიწყო. სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განახორციელა. შსს–ს ბაზის მშენებლობა ასპინძაში 2014 წელს დასრულდა, რა დროსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.