დავით ნარმანია სამცხე–ჯავახეთს ესტუმრა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორს, აკაკი მაჭუტაძესა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე მინისტრმა გუბერნატორს, მხარის მუნიციპალიტეტების გამგებლებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს 2014 წელს რეგიონში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაცია მოაწოდა. ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებად რეგიონში 2014 წელს წყალ–კანალიზაციის მშენებლობა–რეაბილიტაცია გამოიკვეთა. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა გზების მშენებლობა რეაბილიტაციასაც. სამშენებლო სამუშაოები ცაუტარდება ბორჯომი–ახალქალაქი ბაკურიანის, მლაშე–მოხე–დერცელის და ხაშური–ახალციხე–ვალეს საავტომობილო გზებს. ჯამში 2014 წელს რეგიონში სამინისტრო 25 მილიონ ლარს დახარჯავს.
| : 0.0/0