დეპუტატ პეტროსიანის მოწოდება საქართველოს აღიაროს სომეხთა გენოციდი
13 აპრილს, საქართველოს პარლამენტში დეპუტატ სამველ პეტროსიანმა 1915-23წწ სომეხთა გენოციდის ფაქტის აღიარებისა და დაგმობის მოთხოვნით წარსდგა. თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის საპასუხო კომენტარი მიგვანიშნებს იმაზე, რომ სომეხთა გენოციდის აღიარების საკითხს, საქართველოში, აშკარად სხვა კონტექსტში განიხილავენ. პატივცემულ მკითხველს 13 აპრილს, პარლამენტში, პლენარული სხდომის დროს გაჟღერებულ განცხადებების სინქრონს წარვუდგენთ.

სამველ პეტროსიანი (დეპუტატი, პარტია „ერთიანი ეროვნული მოძრაობა“).

ძვირფასო კოლეგებო,

საქართველო წარმოადგენს მრავალეროვან სახელმწიფოს და ყველანი ჩვენ ვართ ერთი და იმავე ქვეყნის შვილები. უნდა ვიცხოვროთ ერთიან და მშვიდობიან საქართველოში. ამიტომ უნდა ავღადგინოთ ისტორიული სამართლიანობა, ის რაც 100 წლის წინ მოხდა ოსმალეთის იმპერიაში, მხედველობაში მაქვს სომეხი ერის გენოციდი.

ეს არის სომეხი ერის უდიდესი ტრავმა. გენოციდი აღიარებულია უამრავი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახელმწიფოების მიერ. (ხმაური დარბაზში. ხმაურის სავარაუდო წყარო -დეპუტატი აზერ სულეიმანოვი -რედ.).

ჩვენც, როგორც დემოკრატიულმა ქვეყანამ უნდა ვაღიაროთ აღნიშნული ფაქტი. თუნდაც იმიტომ, რომ ოსმალეთის იმპერიის დროს მან ზიანი მიაყენა საქართველოსაც -ოკუპირებულ იქნა ქართული მიწებიც, რომელიც დღემდე მათ მფლობელობაშია.

დარწმუნებული ვარ რომ თუ კი თავის დროზე დაგმობილი იყო სომეხი ერის გენოციდი, არ იქნებოდა მზგავსი ტრაგედიები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებში. მიმაჩნია რომ ეს დანაშაული არ უნდა განმეორდეს არც ერთი ერის წინააღმდეგ.

მინდა ყველას მოვუწოდო აღიარონ და დაგმონ აღნიშნული გენოციდი და ამით აღდგენილი იქნას ისტორიული სამართლიანობა და თავიდან აცილებული იქნას ანალოგიური დანაშაულებები სხვა ერების მიმართ. მადლობა.

მანანა კობახიძე: დამშვიდდით კოლეგებო, ძალიან გთხოვთ (სამველ პეტროსიანის გამოსვლის დროს პლენარული სხდომების დარბაზში გარკვეული აქტიობის მცდელობით დეპუტატი აზერ სულეიმანოვიგამოიჩინა თავი -რედ.).

ზვიად კვაჭანტირაძე (საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი).
პატივცემულო კოლეგებო,

მე სხვა თემაზე მინდოდა კომენტარის გაკეთება. მაგრამ, მაინც მინდა ჩემს კოლეგებს მივმართო. წინა გამომსვლელსაც და პოლემიკაში ჩართულ ჩვენს კოლეგებს, მეგობრებს, პარტნიორებს პარლამენტში.

მინდა ყველას გაგახსენოთ, რომ სულ ახლა ხანს იყო მცდელობა რომ კავკასიაში კვლავ გაცოცხლებულ იყო ძალიან დიდი, ღრმა და მიძინებული კონფლიქტი. საბედნიეროდ, საერთაშორისო ძალისხმევით, ამ ეტაპზე, ამ კონფლიქტის სერიოზულ გაღვივებას პირი აღარ უჩანს, მაგრამ, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენს ირგვლივ არიან ძალები, რომლებიც მუდმივად დაინტერესებულები არიან იმაში, რომ კავკასიაში მუდმივად ომი იყოს გაჩაღებული. და ამაში იყოს მუდმივად, აქტიურად ჩართული ყველა ქვეყანა, რომელიც სამხრეთ კავკასიაშია განლაგებული. მათ შორის ჩვენი საერთო სამშობლო -საქართველო.

ჩვენ, ისტორიულად, ამ ქვეყანაში ყველანი საერთო ენას ვნახულობდით, ვპოულობდით. ყოველთვის ვმეგობრობდით. ამის ნათელი დადასტურება იყო ჩვენი კოლეგების ამას წინანდელი საერთო მიმართვა (დეპუტატ პოღოსიანის და მამედოვის განცხადება -რედ.) ღარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით.

მინდა გულწრფელად მოგიწოდოთ თითოეულ თქვენთაგანს, ყველას, არ ვგულისხმოდ მხოლოდ იმ პერსონებს, რომლებიც ეხლა გამოდიოდნენ დარბაზში, არამედ თითოეულ ჩემს კოლეგას, ჩვენს ოპონენტებსაც. ნუ წამოვეგებით ნურასდროს პროვოკაციებს, რომელიც შეიძლება მოდიოდეს ჩვენი არაკეთილი მოსურვე მეზობლისგან.

მინდა მოუწოდო ქართული მხარის როგორც უმრავლესობის ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს -გვქონდეს მაქსიმალურად დაახლოებული და საერთო პოზიცია იმ საერთო ეროვნულ საკითხებთან მიმართებაში რაც დაგეგმილია განსახილველად კომიტეტის შემდგომ სხდომაზე. ამით ჩვენ საერთო დიდ საქმეს გავაკეთებთ. ამით ჩვენ დავამტკიცებთ, რომ ყველანი ვართ მოწადინებული გვერძე გადავდოთ ჩვენი პარტიული ინტერესები და საქართველოს ხალხის, საქართველოს სახელმწიფოს საერთო ინტერესებში ჩვენ ჩვენი წვლილი შევიტანოთ. თანამშრომლობით. თუნდაც იმ სფეროებში რომლებშიც პოტენციალი გაგვაჩნია.

armenian-community.ge
| : 0.0/0