დევნილები საცხოვრებელ ფართებს ახალციხეში დეკემბრის თვიდან მიიღებენ

პროექტის მიხედვით, იძულებით გადაადგილებულ 66 ოჯახს საცხოვრებელი ფართი 1 ოქტომბრიდან უნდა მიეღო. თუმცა კომპანიამ სამშენებლო სამუშაოები ვერ დაასრულა და ვადამ ერთი თვით გადაიწია. ორი შენობის სრული რეაბილიტაცია, ვერც შემდგომ ერთ თვეში მოხდა. „სენის“ მენეჯერი ირწმუნება, რომ ამჯერად მომდევნო ერთი თვე სამუშაოების დასრულებისთვის საკმარისია. მისივე თქმით დევნილებს საცხოვრებელი ფართები დეკემბრის თვიდან გადაეცემათ.