ძალოვან უწყებებს შორის ფეხბურთის ტურნირი დასრულდა

   ძალოვან უწყებებს შორის ჩემპიონატი ფეხბურთში დასრულდა. ახალციხის პირველი საჯარო სკოლის მინი სტადიონზე გამართულ ფინალურ შეხვედრაზე ერთმანეთს ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრისა და დაცვის პოლიციეს გუნდები დაუპირისპირდნენ. ორკვირიანი თამაშების ყველაზე დაძაბული შეხვედრა ახალციხის პირველი საჯარო სკოლის მინი სტადიონზე დღეს შედგა. ძალოვანი უწყებების ორი გუნდი ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრი და დაცვის პოლიცია ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდნენ. პირველი გოლი პირველი ტაიმის დაწყებიდან სამ წუთში გავიდა. რის შემდეგაც დაძაბული ორთაბრძოლა შეხვედრის დასრულებამდე გაგრძელდა. მწვავე პაექრობის შემდეგ გამარჯვება სატანკოს გუნდმა მოიპოვა, მათ მოწინააღმდეგის კარში სამი გოლი გაიტანეს, საბოლოო ანგარიშიც ჯარისკაცების სასარგებლოდ 3 : 2 დასრულდა. მესამე ადგილი სასაზღვრო პოლიციის ხოლო მეოთხე ახალციხის რაიონული სასამართლოს გუნდს ერგო, ტურნირში, რომელიც ძალოვან უწყებებს შორის 27 მარტს დაიწყო სულ 16 გუნდი მონაწილეობდა. როგორც სამცხე-ჯავახეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი აცხადებს ტურნირი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მიეძღვნა და ის ტრადიციულ სახეს მიიღებს.

| : 0.0/0