ძლიერი სეტყვა ადიგენის მუნიციპალიტეტში

  სტიქიამ სამ სოფელში კახარეთში, ლელოვანსა და იმერთუბანში სასოფლო –სამეურნეო კულტურები  გაანადგურა. სეტყვა  ძლიერ წვიმასა  და  ქართან ერთად ადიგენში  20 წუთის მანძილზე გრძელდებოდა. ადგილობრივ მოსახლეობას სეტყვამ ნათესები უკვე მესამედ გაუფუჭა. სტიქიის შედეგად კარტოფილი, ლობიო, სიმინდი და სხვა სასოფლო სამეურნეო კულტურები განადგურდა. მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა ხეხილსა და ვენახს. დაზიანდა სკები და განადგურდა ფუტკარი. სეტყვამ 230 მდე ოჯახი მოსავლის გარეშე დატოვა. ადიგენის მუნიციპალიტეტში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია უახლოეს დღეებში დაითვლის.           

| : 0.0/0