ეკონომიკის მინისტრი სამცხე–ჯავახეთს ესტუმრა

დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე მოინახულა ტერიტორია, სადაც მრავალფუნქციური გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობა იგეგმება.
დღესვე უწყების პირველმა პირმა ბორჯომში, სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიასა“ და სასტუმრო „რიქსოს ბორჯომს“ შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რომელიც მიზნად სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარებასა და მის პოპულარიზაციას ისახავს.
ბორჯომის შემდეგ მინისტრი ჯავახეთში გემგზავრა. დიმიტრი ქუმსიშვილმა სოფლებში აფნიასა და საროში ახალი საკვანძო ტურისტული მარშრუტების მოწყობის შესახებ პრეზენტაცია გამართა.