ეროვნული ჩემპიონატი მძლეოსნობაში
2010 წლის 5-6 მარტს ქ. თბილისში, დიდიუბის მანეჟში, გაიმართა საქართველოს ზამთრის ეროვნული ჩემპიონატი მძლეოსნობაში. ახალციხიდან სახელოვანი სპორცმენების ზიგმუნდ ზილბერშტეინის და გეორქ სარქისიანის ხელმძღვანელობით 10-მა მძლეოსანმა მიიღო მონაწილეობა და გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. ამასთანავე ახალციხელმა სპორცმენებმა ქვეყნის ორი რეკორდიც გააუმჯობესეს: ენდრიკ ზილბერშტეინმა 400 მ-ზე რბენაში მიხეილ გაფრინდაშვილის 22 წლის წინანდელი მიღწევა გააუმჯობესა და რეკორდცმენი გახდა, ხოლო 4X200 მეტრზე რბენაში ახალციხელთა კვარტეტმა ლუდვიგ ზილბერშტეინმა, ანდრანიკ მატინიანმა, გიორგი ზილბერშტეინმა და ენდრიკ ზილბერშტეინმა თბილისელთა რეკორდი მოხსნა და საქართველოს ისტორიაში ესტაფეტა ყველაზე ნაკლებ დროში 1.32,8 წთ. დაფარეს
ჩემპიონატზე ახალციხელმა სპორცმენებმა 8 ოქროს, 3 ვერცხლის და ამდენივე ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ტურნირის გამარჯვებულები არიან ლია ცალქალამანიძე, გაიანე უსტიანი, სოფო ჩილინგარაშვილი, ანიჩკა მურადიანი, ენდრიკ ზილბერშტეინი, ანდრანიკ მატინიანი, ლუდვიკ ზილბერშტეინი, გიგლა ზილბერშტეინი, გიორგი ზილბერშტეინი და  გაიანე გაბრიელიანი.

akhaltsikhe.ge
| : 1.0/1