ეროვნული უმცირესობებით დასახლებული რეგიონების საზღვრების შეცვლის მცდელობა?
ამ დღეებში საქართველოს პარლამენტი საარჩევნო კოდექსში ცვილებების შეტანის საკითხზე მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ მმართველმა კოალიციამ პირობა გასცა -2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩაატაროს, 2016 წელს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის საკანონმდებლო ბაზას დეპუტატები -მაორიტარული და პროპორციული პრინციპით არჩევნების ჩატარებისთვის ამზადებენ.

საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის მიზეზი -საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა. სასამართლოს მიერ, რამდენიმე თვის წინ მიღებული დადგენილების თანახმად ქვეყნის საარჩევნო კოდექსის დღევანდელი რედაქცია კონსტიტუციის ძირითად პრინციპს ეწინააღმდეგება. საუბარი -მაჟორიტარული წესით დეპუტატების არჩევას ეხება.

ცნობილია, რომ მოსახლეობის რაოდენობის თვალსაზრისით ქვეყნის რეგიონები ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავდებიან. მოსახლეობის უმრავლესობა -ქალაქებში ცხოვრობს. თუმცა, დადგენილი ადმინისტრაციული საზღვრების თანახმად ყველა მუნიციპალიტეტი დღეს თითო მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს. გამოდის, რომ ერთ მაჟორიტარს ირჩევს მუნიციპალიტეტი მოსახლეობით, მაგალითად 250 000 ამომრჩეველი და სხვა მუნიციპალიტეტი 10 000 ამომრჩევლით. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილების თანახმად სწორედ ეს პრაქტიკა იყო მიჩნეული არაკონსტიტუციურად. გამოდის, რომ ერთი კონკრეტული მუნიციპალიტეტის ერთი ამომრჩევლის ხმა ზოგჯერ უფრო „სუსტია“ ვიდრე სხვა, ნაკლებად დასახლებულ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამომრჩევლის.

ერთი სიტყვით -ქვეყნის პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილება ცნობად მიიღო და საქმეს შეუდგა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად საკანონმდებლო ორგანო ამ თემაზე მუშაობის დასრულებას 2015 წლის ბოლომდე აპირებს.

ბუნებრივია, რომ სიტუაციის გამოსასწორებლად პარლამენტმა ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტი უნდა გაათანაბროს. ყველაზე მარტივი გზა კი -საარჩევნო ოლქების საზღვრების შეცვლაა.

მიუხედავად ამ საკითხის აშკარა მნიშვნელობისა, ქვეყნის პარლამენტი თემის კომენტირებისას მეტად არაკომუნიკაბელურია. ერთი კვირა გავიდა მის მერე, რაც პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი დარეგისტრირდა, თუმცა ინფორმაცია მის შესახებ, თუ რა პრინციპის დაცვით განხორციელდება საარჩევნო ოლქების საზღვრების შეცვლა -ჯერ ჯერობით არ არის ცნობილი.

ერთი რამ არის ცნობილი -იგეგმება 91 მაჟორიტარული ოლქის შექმნა. 73 რეგიონებში და 18 დედაქალაში. პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული დოკუმენტაციის თანახმად მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ფორმირებისთვის საჭირო ერთეულად წარდგენილია 40 000 – 50 000 ამომრჩეველი. იმავე, წინასწარი დოკუმენტაციის თანახმად ახალქალაქის (38 222 ამომრჩეველი) და ნინოწმინდის (21 013 ამომრჩეველი) მაჟორიტარული ოლქების საზღვრების შეცვლა თითქოს და არ იგეგმება.

თუმცა, სიფრთხილე გვმართებს...

მნიშვნელოვანია, რომ თანასწორობის დამკვიდრებაზე მიმართული პარლამენტის მუშაობამ ადამიანის და რეგიონებში კომპაქტურად დასახლებული ეროვნული უმცირესობების საერთაშორისოდ აღიარებული უფლებები არ დაარღვიოს. საერთაშორისო ნორმების თანახმად არც ერთ სახელმწიფოს უფლება არ აქვს იმ რეგიონების ადმინისტრაციული ან სხვა საზღვრები შეცვალოს, სადაც ეროვნული ან სხვა უმცირესობები ცხოვრობენ.

სახელმწიფოებს უფლება არ აქვთ უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში დემოგრაფიული სურათის შეცვლაზე მიმართული ქმედებები განახორციელონ. სხვა ეროვნული ჯფუფების წარმომადგენლების ჩამოსახლების სახელმწიფო პროგრამების განხორციელება -აკრძალულია.

armenian-community.ge
| : 0.0/0