ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში სახელმწიფო მინისტრი ახალციხეს ესტუმრა
ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის საკითხები, ქვეყნის სამომავლო გზა და ახალი ხელისუფლების ხედვა– ამ საკითხებზე 15 მაისს ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში სახელმწიფო მინისტრმა ახალციხელ სტუდენტებთან ისაუბრა. ალექსი პერტრიაშვილმა აღნიშნა, რომ ახალი ხელისუფლების კურსი ევროპისკენაა მიმართული და ნატოში გაწევრიანებისათვის ქვეყნის მთავრობა გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამს. მინისტრის განმარტებით, მსგავსი შეხვედრები სტუდენტებს საშუალებას მისცემს ქვეყნის სამომავლო ხედვასა და სტრატეგიებს უკეთ გაეცნონ.კონფერენციაზე ქვეყნის ევროპული ხედვა სახელმწიფო მინისტრთან ერთად უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლებმა და სტუდენტებმა განიხილეს. სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის სტუდენტები დღეს სახელმწიფო მინისტრს ღონისძიებით დახვდნენ. მათ დაწესებულების ეზოში ფლეშმობი დადგეს და ფოლკლორული საცეკვაო ნომერი წარმოადგენეს. ალექსი პეტრიშვილის ახალციხეში ვიზიტი ევროპის კვირეულის ფარგლებში მოეწყო, რომელიც ევროკავშირის დაარსებას ეძღვნება და იგი ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში სახელმწიფო მინისტრმა 7 მაისს გახსნა.
| : 0.0/0