ევროპული ცენტრი ახალციხეში
 დღეს ახალციხის სახელმწიფო–სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სტუდენტებთან შეხვედრისას ევროპული ცენტრის პრეზენტაცია გამართეს და ახალგაზრდებს ის პროგრამები გააცნეს, რომელთაც კომპანია ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებს. ცენტრის მიზანია ხელი შეუწყოს ქართველი სტუდენტების ჩართულობას გაცვლით პროგრამებში, ის ევროპის მასშტაბით ორგანიზებას უწევს, როგორც მოკლე, ასევე გრძელვადიან ტრენინგებს და სტუდენტთა სტაჟირებას ევროკავშირის წევრ ორგანიზაციებში, თითოეული პროგრამის საფასური 1000-დან 1500 ევრომდეა. მსურველებს შეუძლიათ მოიპოვონ 30%, 50% და 70%-იანი გრანტები. ევროპული ცენტრი საქართველოში უკვე 5 წელია ფუნქციონირებს, ამ ხნის განმავლობაში სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში უცხოეთის ქვეყნებში სტაჟირება 2000 –მდე ქართველმა სტუდენტმა გაიარა. რომლებიც ევროპული გამოცდილების მიღების შემდეგ საქართველოში ბრუნდებიან და მიღებულ უნარ –ჩვევებს სხვებს უზიარებენ. ევროპული ცენტრი ქვეყანაში არსებულ თითქმის ყველა უნივერსიტეტთან თანამშრომლობს. ის აქტიურად მუშაობს კორპორაციული კლიენტების საჭიროებებზე მორგებულ შეკვეთილ კურსებზეც.
| : 0.0/0