გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი, ნავი პილაი შეშფოთებულია რელიგიური უმცირესობების მიმართ შერჩევითი დამოკიდებულების გამო
2014 წლის 18-22 მაისს საქართველოში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი, ნავი პილაი იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში კომისარი შეხვდა პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა, იუსტიციის, შინაგან საქმეთა მინისტრებს და სხვ. ვიზიტის მიზანს, ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის განხილვა წარმოადგენდა. 21 მაისს, სომეხთა ეპარქიის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელმა - ლევონ ისახანიანმა აცნობა კომისარს, რელიგიური უმცირესობებისგან საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების რესტიტუციის სფეროში არსებული დისკრიმინაციის შესახებ. პასუხად კომისარმა აღნიშნა, რომ იგი შეშფოთებულია სახელმწიფოს მხრიდან რელიგიური უმცირესობებისადმი შერჩევითი დამოკიდებულებით და მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას პატივი სცეს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ნაკისრ ვალდებულებებსა და საკუთარი კონსტიტუციის ანტი დისკრიმინაციულ დებულებებს.

შეხვედრის ვიდეო ჩანაწერი
| : 0.0/0