განათლებისა და მეცნიერების მინისტრი სამხრეთ საქართველოში
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დღეს სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნვერსიტეტის ახალციხისა და ახალქალაქის კორპუსებს ესტუმრა. იგი უმაღლეს დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობას გაეცნო და გარკვეულ დახმარებას დაპირდა. თამარ სანიკიძემ განმარტა რომ, უახლოეს მომავალში სახელმწიფო ახალქალაქში სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობას 800 000 ლარით დააფინანსებს. აღნიშნული შენობის პროექტი უკვე მომზადებულია და საერთო საცხოვრებლით სარგებლობა დაახლოებით 200 სტუდენტს შეეძლება. ახალქალაქის შემდეგ მინისტრი ახალციხეს ესტუმრა. პავლე ზაზაძის საკონფერენციო დარბაზში თამარ სანიკიძემ პროფესორ–მასწავლებლებისა და სტუდენტების კითხვებს უპასუხა და სამინისტროს მიერ დაგეგმილი სიახლეები გააცნო. მისი თქმით, მომავალში სახელმწიფო დაფინანსებას ისეთი სპეციალობები მიიღებენ, როგორიცაა პედაგოგიკა, ვეტერინარია, აგრონომია. სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი განმარტავს, რომ მინისტრის ვიზიტი უნივერსიტეტში ნაყოფიერი იყო. მერაბ ბერიძის თქმით, სტუდენტური საცხოვრებელის არსებობა ახალგაზრდებისათვის მნიშვნელოვანია და ეს ჯავახეთში უმაღლესი განათლების მიმართ დაინტერესებას გაზრდის. ,,საერთო საცხოვრებელში არა მხოლოდ ახლო სოფლებიდან მოსული სტუდენტები გაატენებენ რამეს, არამედ მთელი საქართველოდან მოსული ახალგაზრდები ისწავლიან ჩვენტან“– აღნიშნა მერაბ ბერიძემ. გარდა ახალქალაქისა სტუდენტური საცხოვრებლის დაარსება იგეგმება ახალციხეშიც. უნივერსიტეტის რექტორის, მათ ადგილობრივ თვითმმართველობასა და რამდენიმე ორგანიზაციას ყოფილი სამხედრო ნაწილის შენობის გადაცემის თხოვნით მიმარტეს, თუმცა თვითმმართველობიდან ამ დროისათვის პასუხი არ მიურიათ.
| : 0.0/0