გაფიცულ მუშახელს ხელმღვანელობამ ყველა მოთხოვნა დაუკმაყოფილაგაფიცული მუშები სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ. ხელმძღვანელობამ მათ ყველა მოთხოვნა
გაფიცული მუშები სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ. ხელმძღვანელობამ მათ ყველა მოთხოვნა დააუკმაყოფილა.
მუშების განმარტებით, სამუშაო საათების რაოდენობა გაიზარდა, დღეში ორჯერ 15 წუთიანი შესვენება ექნებათ და დაუბრუნდათ ჩაის დალევის დროც. იმ შემთხვევაში თუ მუშებს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნებათ, ერთი დღის ნაცვლად, სამი დღით სამსახურის გაცდენა შეეძლებათ.

მიღწეული შეთანხმების შემდეგ მუშები სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორცილებას შეუდგნენ.

რაც შეეხება 19 მუშას, რომლებიც გარდაბანიდან არიან ხელმძღვანელობა მათ დაპირდა, რომ გარდაბანშივე დაასაქმებენ.
შეგახსენებთ, რომ კავკასიური გაზსადენის გაფართოების პროექტის ფარგლებში დასაქმებული 150 მუშა ვალეში 2 დეკემბერს გაიფიცა. ისინი შემცირებული საათებისა და ხელფასის გაზრდას, შაბათ დღეს ანაზღაურების გაორმაგებასა და კვების პირობების გაუმჯობესებას მოითხოვდნენ.
| : 0.0/0