გიორგი ამაშუკელი სამცხე–ჯავახეთში მიმდინარე პროქტებით დაინტერესდა
ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი სამცხე–ჯავახეთის რწმუნებულსა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შეხვდა. გიორგი ამაშუკელმა გუბერნატორთან და გამგებლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა სამხარეო ადმინისტრაციაში გამართა.

ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი რეგიონში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. მან მუნიციპალიტეტების გამგებლებისგან ინფორმაცია მიმდინარე და განსახორციელებელ ინფრასტრურქტურულ პროექტებზე მიიღო. ასევე, დაინტერესდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დეტალებით.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მთავრობის ყურადღება თითოეული რეგიონის განვითარებასა და გაძლიერებისკენაა მიმართული. გიორგი ამაშუკელის თქმით, ამ მიზნით კონკრეტული გეგმები უკვე დაისახა.
| : 0.0/0