გრანდიოზული პროექტი საქართველოში
უმოკლესი გზა ევროპამდე, რომელიც წელიწადში პირველ ეტაპზე ერთ მილიონ მგზავრს გადაიყვანს და 5 მილიონ ტვირთს გადაზიდავს. პროექტის განხორციელების შესახებ ერთობლივ შეთანხმებას საქართველომ თურქეთმა და აზერბაიჯანმა 2007 წელს მიაღწიეს. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალით ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან ევროპისკენ სხვადასხვა სახის გადაზიდვების წარმოება იქნება შესაძლებელი. ახალქალაქი კარწახის მონაკვეთზე 27 კილომეტრიანი ახალი სარკინიგზო ხაზი იგება. მარაბდა-ახალქალაქის 153 კილომეტრი სიგრძის გზას კი რეაბილიტაცია უტარდება. კარწახს თურქეთთან დაახლოებით ხუთი კილომეტრი სიგრძის გვირაბი დააკავშირებს. პროექტის ფარგლებში ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს რკინიგზას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. სტუდენტები და კურსდამთავრებულები სტაჟირებას ადგილზე გაივლიან და სამუშაოებს დააკვირდებიან. ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ და მარაბდა კარწახის რკინიგზის დირექტორმა ბიძინა ბრეგაძემ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. პროექტის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 2500 ადამიანი დასაქმდება. მათი უმრავლესობა ადგილობრივი იქნება. პროექტს ქართულ მხარესთან ერთად თურქეთი და აზერბაიჯანი ახორციელებენ. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი სრული დატვითვით 2013 წელს ამოქმედდება.
| : 0.0/0