ინგლისური ენის ცოდნის საშუალო დონის მქონე 16-დან 26 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისთვის ტრეინინგ კურსი იწყება.
ინგლისური ენის ცოდნის საშუალო დონის მქონე 16-დან 26 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისთვის ლიდერული უნარ-ჩვევებისა და ინგლისური ენის შემსწავლელი უფასო ტრეინინგ კურსი იწყება. სიახლის შესახებ პროექტის წარმომადგენლები ახალციხელ ახალგაზრდებს დღეს გამართულ შეხვედრაზე ესაუბრნენ. მათი თქმით, პროექტი ახალგაზედებს საშუალებას აძლევს, რომ დაძლიონ და გადალახონ ინგლისურ ენაზე თავისუფლად საუბრის ბარიერები, შეეჩვიონ საჯარო გამოსვლებს და ისწავლონ პროექტის წერა. რეგიონის მასშტაბით 80 ახალგაზრდა შეირჩევა. პროექტში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია 23 მაისამდე ვებ გვერდზე - სფიქაფ.ჯი-ზე უნდა გაიარონ. მონაწილეები კი 24 და 25 მაისს გასაუბრების შედეგად შეირჩევიან. 2-თვიანი ტრეინინგ კურსი 16 ივნისს დაიწყება და 16 სესია შაბათ-კვირაობით გაიმართება. პროექტი, რომელიც პრეზიდენტის ინიციატივაა და სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო აფინანსებს, საქართველოს ყველა რეგიონში ხორციელდება.
| : 0.0/0