ინტერვიუ მერობის კანდიდატი გიორგი კოპაძესთან
15 ივნის ახალციხის მოსახლეობა ირჩევს მერს. ამასთან დაკავშირებით ახალციხის საინფორმაციო ვებ. გვერდის კითხვებზე პასუხობს „ქართული ოცნების“ ახალციხის მერობის კანდიდატი ბატონი გიორგი კოპაძე:

ბატონო გიორგი, 90-ში თქვენ იყავით ახალციხის მერი და რატომ კიდევ ერთხელ გადაწყვიტეთ თქვენი კანდიდატურის წარდგენა ამ არჩევნებში.

-ახალციხეში დავიბადე , ჩემთვის მისი ყველა პრობლემა და გასაჭირი ნაცნობია, ვიცი ყველა ქუჩის, უბნის და დასახლების პრობლემა და მათი გადაჭრის გზებზე ჩემს გუნდთან ერთად ვიზრუნებ. ახალციხეს თანამედროვე ქალაქად გადაქცევა ჩემთვის პრინციპული საკითხია ,ჩემი ქალაქის გალამაზება და მისი თითოეული მოსახლისათვის კომფორტული გარემოს შექმნა ეს იქნება ქართველი თუ ეთნიკური სომეხის ცხოვრების პირობების გაუმჯობესება ,ეს იქნება ძირითადი მიზანი ჩემი მერად არჩევის შემთხვევაში.

თქვენ ყოველდღე გაქვთ შეხვედრები ქალაქის მოსახლეობასთან არჩევნებთან დაკავშირებით, რა პრობლემები აწუხებს ძირითადად მოსახლეობას.

-მოსახლეობას ძალიან ბევრი პრობლემები აწუხებს აქედან განსაკუთრებით გამოვყოფ; უმუშევრობას,სასმელი წყლის და საკანალიზაციო სისტემის პრობლემას ,საბავშო და გასართობი მოედნების არარსებობას .საქალაქთაშორისო და პარკინგის პრობლემას,შიდა გზებისა და მრავალსართულიანი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობის არარსებობას .ჩემ საყვარელ ახალციხელებს ამ პრობლემებს ჩემი მერად არჩევის შემთხვევში მოვუგვარებ.

წინა ხელისუფლების დროს ქალაქის სომხური მოსახლეობა თითქმის უგულებელყოფილი იყო ხელისუფლების მხრიდან. ადამიანებში ცდილობდნენ შიშის ჩანერგვას.
აქაური სომხები სავსებით არ იყვნენ ჩართული ახალციხის თვითმმართველობის საქმიანობაში. როგორ აპირებთ ამ საკითხების გადაწყვეტას?


-გეთანხმებით !წინა ხელისუფლების პერიოდში არა მარტო ეთნიკური სომხები არამედ ქართველებიც უგულებელყოფილი იყვნენ, ცხრა წლიანი ნაციონალების კლანური მართველობა ცდილობდა ხალხის ზეწოლას და შიშის დანერგავას. სწორედ კოალიცია „ქართული ოცნების“მთავარი მონაპოვარიც ის არის, რომ ადამინები გამოვიდნენ ამ შიშიდან და ზეწოლიდან. რაც შეეხება ეთნიკური სომხების ადგილობრივ თვითმართველობში ჩართულობას ამაზე მეტყველებს ჩვენი პარტიული სია,ახალციხის თვითმართველობის ისტორიში პირველად ოლქის მაჟორიტარად წარმოდგენილია ამბარცუმ ბაბოიანი .ჩვენი გუნდი გპირდებით,რომ ასევე თვითმართველობაში ჩართულები იქნებიან ძალიან ბევრი ღირსეული ეთნიკური სომეხი რომელიც ჩვენ ქალაქში მრავლადაა.

თქვენ შეხვედრა გქონდათ ახალციხის სომხური ახალგაზრდული ცენტრის მმართველებთან და ქალაქის სომხური სამოციქულო ეკლესიის სასულიერო პირებთან. როგორ აფასებთ ამ შეხვედრებს და რა პრობლემები აწუხებდა მათ.

-დადებითად ვაფასებ ამ შეხვედრებს,ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის .ძალიან ბევრი საჭირბოროტო საკითხები იყო დასმული და მითითებული იყო მათი გადაჭრის გზები,გავითვალისწინებ ამ მოთხოვნებს ჩემი მერობის პერიოდში.
| : 0.0/0