ირაკლი შიხიაშვილი სამცხე–ჯავახეთში მცხოვრებ ვეტერანებს შეხვდა
ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი ახალციხეს ესტუმრა. ირაკლი შიხიაშვილი სამცხე–ჯავახეთში მცხოვრებ ვეტერანებს შეხვდა. მან ვეტერანებს სამომავლოდ განსახორციელებელი ინიციატივები გააცნო, შემდეგ კი მათი პრობლემები მოისმინა. ვეტერანების თქმით, ერთ–ერთი დიდი პრობლემა უმუშევრობაა, რომელიც მათი აზრით, ცენრტალურმა ხელისუფლებამ უნდა მოაგვაროს.

ირაკლი შიხიაშვილის თქმით, ქვეყნის მასშტაბით, ძირითადად, ვეტერანთა დასაქმებისა და მათი მკურნალობის პრობლემებია მოსაგვარებელი. ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ქვეყნის პრიორიტეტები სწორედ აღნიშნული პრობლემების მოგვარებისკენ არის მიმართული.

ვეტერანებთან შეხვედრას ესწრებოდნენ, მხარის გუბერნატორი და ახალციხის მერი . გიორგი კოპაძის თქმით, შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო, რადგან ვეტერანებმა კითხვებზე პასუხები პირველი პირისგან მიიღეს. მისივე განმარტებით, ვეტეანთა დასაქმების მიზნით მერიას გარკვეული გეგმები აქვს.

ახალციხელმა ვეტერანებმა ირაკლი შიხიაშვილთან შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს სახნავ–სათესი მიწების მათთვის გადაცემის თაობაზეც, რომელიც ამ დროისათვის თავდაცვის სამინისტროს ბალანსზეა. შიხიაშვილმა საკითხზე კომენტირებისას განაცხადა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამის სამინისტროსთან მოლაპარაკებებს გამართავს.
ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი სამცხე–ჯავახეთის შემდეგ გურიასა და აჭარაში მცხოვრებ ვეტერანებს შეხვდება .
| : 0.0/0