ირაკლი ალასანია სამცხე–ჯავახეთში
ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ სამცხე–ჯავახეთში განაცხადა, მან პარტიის წევრებთან ერთად ახალციხისა და ადიგენის მოსახლეობას შეხვდა. პარტიის ლიდერები ადგილობრივების პრობლემებს გაეცვნენ და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერები ამბობენ, რომ მთავარი პრობლემა რეგიონში ფინანსურ რესურსთან ხელმისაწვდომობაა. ალასანიამ მოსახლეობასთან შეხვედრისას ყურადღება სოფლის მეურნეობაზეც გაამახვილა და განაცხადა, რომ პირველ რიგში, სოფლის მეურნეობამ უნდა დაიწყოს შიდა ბაზრის დაკმაყოფილება. ახალციხის მოსახლეობასთან შეხვედრისას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უმოქმედობის და უშიშროების სამსახურების მხრიდან მათ საქმიანობაში უხეში ჩარევის პრობლემებზეც ისაუბრეს.
| : 0.0/0