კინოექსპრესი „სომხეთი-საქართველო“

სეანსების შემდეგ მაყურებელი შეხვდება შემოქმედებითი ჯგუფების წევრებს და კინომცოდნეებს. ქართული კინოპროგრამა მოიცავს სამ სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმს, ესენია: „გაიღიმეთ!“, „მანდარინები“ და „პატარძლები“. პროექტის ხემძღვანელები ამბობენ, რომ მათიმიზანია კინოხელოვნება გამოყენებულ იქნეს, როგორც ეფექტური და მძლავრი საშუალება ინტერკულტურული დიალოგისთვის, კეთილმეზობლური ურთიერთობის განმტკიცებისა და ორი ქვეყნის დაახლოებისთვის. მათივე განმარტებით, პროექტის მეშვეობით რეგიონის მოსახლეობას, მაღალი ხარისხის კულტურული პროდუქცია მიეწოდება, რომელიც აქტიურად არ არის ჩართული ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში. „კინოექპრესის“ პრეზენტაცია ივლისში ერევნის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. 5-6 სექტემბერს ის გიუმრისა და ამასიას ეწვია, ხოლო შემდეგ საქართველოში გადმოინაცვლა. „კინოექპრესს“ ნინოწმინდამ და ახალქალაქმა უკვე უმასპინძლა, ჩვენებები სამცხე-ჯავახეთში 11 სექტემბერს ბორჯომში დასრულდება.პროექტი საბოლოოდ დეკემბერში თბილისის მე-15 საერთაშორისო კინოფესტივალზე დაიხურება.