კოალიცია ,,ქართული ოცნება“ სოფლებში წინასაარჩევნო კამპანიას მართავს
ქართული ოცნების შტაბის წევრებმა გუშინ წინასაარჩევნო კამპანია ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში გამართეს. კოალიციის წარმომადგენლებმა საკუთარი გეგმების გაცნობა სოფელ მინაძიდან დაიწყეს. ამის შემდეგ კი მათ მსვლელობა სოფელ ჭაჭარაქსა და წნისში განაგრძეს. ,,ქართული ოცნების" ახალციხის შტაბის 15–მდე წარმომადგენელმა ადგილობრივებს საკუთარი კოალიციის სამომავლო გეგმები გააცნეს და არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდეს. გარდა ამისა აქტივისტებმა საკუთარი კოალიციის მიერ გამოცემული გაზეთებიც დაარიგეს.
| : 0.0/0