კომისიარიატის ყოფილ შენობაში სოციალურად დაუცველი ოჯახი შეიჭრა

54 წლის ლალი ოდიკაძე უკვე ორი დღეა ორ მცირეწლოვან შვილიშვილთან და შვილთან ერთად ღამეს ახალციხეში სამხედრო აღრიცხვებისა და გაწვევის სამსახურის ყოფილ შენობაში ათევს. როგორც ლალი ოდიკაძე ამბობს, მათ ოჯახში შექმნილი გამოუვალი მდგომარეობისა საცხოვრებელის არარსებობის გამო გადაწყვიტა აღნიშნული ფართი დაეკავებინა, შენობა რომელშიც 1921 წლიდან კომისიარიატი იყო განთავსებული ახალციხეში 1917 წლიდან არსებობს, სამხედრო აღრიცხვებისა და გაწვევის სამსახური აქ მიმდინარე წლის იანვრის თვემდე ფუნქციონირებდა, შემდეგ კი მდებარეობა შეიცვალა და ახალციხის ადმინისტრაციულ შენობაში გადავიდა.

ობიექტი რომელიც სოციალურად დაუცველმა ოჯახმა დაიკავა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ირიცხება და ამჟამად უფუნქციოა. როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ აღნიშნულის შესახებ რეაგირებისათვის მათ სამართალდამცავ ორგანოებს მიმართეს, მათი თქმით ყველაფერი კანონის მიხედვით წარიმართება და ოჯახის ბედი მას შემდეგ გადაწყდება, როცა შესაბამისი ორგანოები არსებულ მდგომარეობას შეისწავლიან.

| : 0.0/0