კომპიუტერის სწავლა სოფლებში მნიშვნელოვანია
კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების შექმნის იდეასსოფლებში დადებითად შეხვდნენ. 21–ე საუკუნის მოსახლეობა კარგად უნდა ფლობდეს ტექნიკას – მიაჩნიათ სამცხე–ჯავახეთში. სოფლის მოსახლეობა იმედოვნებს, რომ განათლება მათ ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.კომპიუტერთან ურთიერთობა სოფლის მოსახლეობას ცოდნას გაუღრმავებს, ინტერნეტი კი მათ ბიზნესის აწყობაში დაეხმარება, რაც მათ სოციალურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს . კონკურსში მონაწილეობის მიღება საშუალო განათლების მქონე ნებისმიერ მსურველს შეუძლია. გამარჯვებისშემთხვევაში, მონაწილეები უფასოდ მიიღებენ კომპიუტერს . კონკურსი 15 ივნისამდე გასტანს. პირველ ეტაპზე 600 პირის მომზადება იგეგმება. კონკურსში გამარჯვებული მონაწილეები სპეციალურ ტრენინგს და სტაჟირებას გაივლიან,რის შემდეგ ისინი თავიანთ თანასოფლელებს კომპიუტერის გამოყენებისუნარ-ჩვევების ათვისებაში დაეხმარებიან. პროექტი, პირველ ეტაპზე, მთელისაქართველოს მასშტაბით, 300 სოფელს მოიცავს. „კომპიუტერის ცოდნისგამავრცელებელი საზოგადოებისთვის" შეიქმნა ვებგვერდი www.Taoba.ge.  
| : 0.0/0