კონცერტი მიძღვნილი ახალგაზრდული ცენტრის მოღვაწეობის Mმეოთხე წლისთავს
26 დეკემბერს ახალციხის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა საახალწლო კონცერტი მიძღვნილი ახალციხის სომხური ახალგაზრდული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის მოღვაწეობის მეოთხე წლისთავს. კონცერტი იყო უნიკალწური იმით, რომ ოთხ წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში მოსწავლეები პირველად იყვნენ წარმოდგენილი ასეთი დიდი რაოდენობით მაყურებლის წინაშე. ამ კონცერტზე მოწვეული იყო ქალაქის ხელმძღვანელობა, საქართველოში სომხური ეპარქიის წინამძღოლი, საქართველოში სომეხთა დახმარების გაერთიანების ხელმძრვანელობა, ახალქალაქის ახალგაზრდული ცენტრის წევრები და სხვა მრავალი ორგანიზაციების წარმომადგენლები და სტუმრები სამცხე-ჯაცახეთიდან და სომხეთიდან.
ღონისძიება დაიწყო ორი სახელმწიფოს-სომხეთისა და საქართველოს დროშის შემოტანით,რომლის დროსაც გაჟღერდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნი, რის შემდეგ ერთობლივად წაკითხული Mმამაო ჩვენოს შემდეგ Kკონცერტი გახსნილად გამოცხადდა.
კონცერტის დასაწყისში ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი ვერონიკა ჰამბარიანმა მოკლედ წარმოადგინა ცენტრის მოღვაწეობა ოთხი წლის განმავლობაში. მან თავის სიტყვით გამოსვლაში აღნიშნა შემდეგი: ,,პატივცემულო ბატონებო, ქალბატონებო, სტუმრებო და ძვირფასო მაყურებლებო. დღეს ჩვენ უნდა წარმოგიდგინით ახალციხის სომხური ახალგაზრდული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ოთხ წლიანი მოღვაწეობის საჩვენებელი კონცერტი,მაგრამ ჯერ მინდა მადლობა გადავუხადო სდგ-ს, რომლის დახმარებით გაიმართა დღევანდელი კონცერტი.
Mმე მინდა ასევე მადლობა გადავუხადო ახალციხის მღვდელს მამაო ტიგრან მხითარიანს, რომელმაც დიდი დახმარება გაგვიწია ამ კონცერტის ორგანიზაციაში.
Aამჯამად მინდა მოგახსენოთ ჩვენი ცენტრის შესახებ, რომლის შესახებ თითქმის Yყველა ახალციხელისთვისაა ცნობილი. ჩვენი ცენტრი დაარსებული იქნა 2006 წელს. ჩვენი ორგანიზაცია თანამშრომლობს როგორც სამთავრო, ასევე არასამთავრო ორგანიზაციებთან. დროის განმავლობაში იზრდება ცენტრის მოსწავლეების რაოდენობადა და ამჯამად ცენტრს ჰყავს დაახლოებით 250 მოსწავლე.
მიუხედავად იმისა, რომ ცენტრი არის სომხური, აქ არ არსებობს არანაირი ეროვნული და რელიგიური დისკრიმინაცია.
ჩვენ, ახალციხელებს მიგვიჩნია, რომ ჩვენი მოვალეობაა შევინარჩუნოთ ჩვენი წინაპრების ადათ-წესები, ძმური სიყვარულით და ერთად ცხოვრებით გავაძლიეროთ ორ ეროვნებას შორის არსებული მეგობრობა.
სიტყვით გამოვიდა ასევე საქართველოში სდგ-ს თავმჯდომარე კარინე ჰოვჰანნესიანი, რომელმაც მოულოცა ცენტრს მოღვაწეობის მეოთხე წლისთავთან დაკავშირებით.
ამ სიტყვით გამოსვლებს მოჰყვა ახალციხის სომხური ახალგაზრდული ცენტრის ,,გოჰანამქ’’ სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის წარმოდგენა. მოსწავლეებმა მაყურებლებს წარმოუდგინეს ,,იარხუშტა’’ ,,გიოვნდვერვერი’’ ,,ეჯმიაწინ’’ ,,ფნჯან’’ ,,ჰაიასტან’’ და სხვა მრავალი ეროვნული ცეკვები და სიმღერები.
Kკონცერტზე მოსწავლეებმა ასევე წარმოადგინეს ქართული ეროვნული ცეკვები, რომ მაყურებლებისთვის ეჩვენებინათ, რომ მათ ასევე იციან ქართული ცეკვები.
კონცერტის დასასრულს საქართველოში სომხური ეპარქიის წინამძღოლის- ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანის რეკომენდაციით ახალციხეში ჩამოსული მამაო მანუკ ზეინალიანმა ახალციხელებს გადასცა ეპისკოპოსის კურთხევა და უსურვა მათ წარმატება, სიყვარული და ერთიანობა.
Aახალციხის ყოფილი მღვდელი მამაო მანუკ ზეინალიანმა ცენტრის დირექტორს ვერონიკა ჰამბარიანს გადასცა საქართველოში სომხური ეპარქიის წინამძღოლის მიერ გამოგზავნილი წმ.ღვთისმშობლის ხატი.
კონცერტი ახალციხის მღვდელი მამაო ტიგრან მხითარიანმა კეთილი სურვილებითა და ლოცვით დაასრულა. მან ასევე მიულოცა ცენტრის მოსწავლეებს და თანამშრომლებს ასეთი საოცარი კონცერტისთვის და მიულოცა ყველას დამდეგ შობა, ახალ წელს, უსურვა მათ ჯანმრთელობა, სიყვარული და წარმატება ნებისმიერ საქმიანობაში.

| : 0.0/0