კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნინოწმინდაში კინოკლუბი გახსნა

ნინოწმინდაში კინოთეატრის საზეიმოდ გახსნის ცერემონიაზე მინისტრთან ერთად საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრის ხელმძღვანელი ნანა ჯანელიძეც იმყოფებოდა. მათ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა და ნინოწმინდის გამგებელმა უმასპინძლეს.
ღონისძიებას ანიმაციური ფილმების ფესტივალის „თოფუზის“ ორგანიზატორებიც დაესწრნენ, რომლებმაც ადგილობრივ ბავშვებს გასართობი შოუ შესთავაზეს და ახალგახსნილ კინოკლუბში სპეციალურად მათთვის დამონტაჟებული ანიმაციური ფილმების კოლაჟი წარმოადგინეს.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით საქართველოს რეგიონების კინოჩვენებებისათვის საჭირო ტექნიკური აპარატურით აღჭურვა 2013 წელს დაიწყო. ამ დროისათვის ქვეყნის 24 ქალაქისა და მუნიციპალიტეტის კულტურის ობიექტი ახალი ტექნიკით უკვე აღიჭურვა. გაიხსნა არაერთი კინოკლუბი.