ქართული ჯარი ქართული პროდუქციით მომარაგდება
ქართული ჯარი საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციით მომარაგდება. ამის შესახებ განცხადება საქართველოს თავდაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა გააკეთეს. სხვადასხვა მუნიციპალიტეტში განლაგებული სამხედრო ნაწილების მომსახურეთა კვებითი უზრუნველყოფის მიზნით ტენდერი გამოცხადდა. რამდენიმე ქალაქს შორის ახალციხეც მოხვდა. ადგილობრივი ფერმერები ამბობენ, რომ მთავრობის ახალი ინიციატივით მოსავლის რეალიზაცია გაუმარტივდებათ.
| : 0.0/0