ხმაური ადიგენში და ორ ჯგუფად გაყოფილი ოცნების აქტივისტები

პარტიისთავმჯდომარეობისათვის თითოეულ კანდიდატს ოცნების წევრების მანდატების უმრავლესობა უნდა ჰქონდეს, ცენტრალურ ოფისში ადიგენიდან სულ 98 მანდატი გადაიგზავნა, თუმცა ოცნების წევრებზე დღეს მხოლოდ ნაწილის გადაცემა მოხდა. ინა კაპანაძის მომხრეები ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო აგიტაციაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მანდატების გარეშე დარჩნენ, ლევან ლობჟანიძის მხარდამჭერები კი აცხადებენ, რომ პარტიაში მხოლოდ ის წევრები უნდა იყვნენ, რომლებსაც სხვა პარტიის მანდატები არ ექნებათ. ორ ჯგუფად გაყოფილი ქართული ოცნების აქტივისტების დაპირისპირება კულტურის სახლში 2 საათს გაგრძელდა. რის შემდეგაც დეგეგმილი ყრილობა ჩაშლილად გამოცხადდა. მანდატების გარეშე დარჩენილი ინა კაპანაძის მომხრეები ამბობენ, რომ ისინი დანებებას არ აპირებენ და საკუთარი კანდიდატის გამარჯვებისათვის ბრძოლას გააგრძელებენ. კიდევ როდის ჩატარდება ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებელი კრება ადიგენში ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის.