კობა გრიგალაშვილი „უნიმედი სამცხეს“ წინააღმდეგ

კობა გრიგალაშვილი საავადმყოფოში არსებულ პრობლემებზე საუბრობს და ამბობს, რომ ექიმებს მძიმე პირობებში უწევთ მუშაობა. კლინიკაში მოძველებულია აპარატურა, რომელიც ექიმებსა და პაციენტებს ხშირად გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს.
კითხვაზე: რატომ გაათავისუფლეს საავადმყოფოდან კობა გრიგალაშვილი? –„უნიმედი სამცხეს“ პრეს– სამსახურის განმარტებით, პასუხის მისაღებად ადმინისტრაციისთვის წერილობით მიმართვაა საჭირო, რომელსაც თან დართული ექნება კობა გრიგალაშვილის განცხადება, რომ იგი თანახმა იყო მისი პირადი საქმე გასაჯაროებულიყო. ქირურგმა განცხადების დაწერაზე უარი განაცხადა.